„იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“ - დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება

ტრამპი პუტინი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დღეს, 15:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი.

„ისინი იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, განსახილველი საკითხები ბევრია, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებია.