„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
კომპანია Tesla-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ილონ მასკის ქონება 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებმა 15%-ით მოიმატა. ინფორმაციას Bloomberg Billionaires Index-ი ავრცელებს.
მასკი ბლუმბერგის რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა, მისი ქონება 290 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ილონ მასკი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და მისი კომპანიის აქციების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტრამპის გამარჯვებასაც ასახელებენ.
ცნობისთვის, აწ უკვე აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ, მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უახლოეს მხარდამჭერებს - ილონ მასკსა და რობერტ კენედი უმცროსს მომავალ ადმინისტრაციაში გავლენიან თანამდებობებზე დანიშნავდა.