ილონ მასკი Meta-ს პლატფორმების გათიშვას ეხმაურება

მასკი

„ფეისბუკისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ამასთან, მასკი სახალისო ფოტოსაც ავრცელებს.

„თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს“, - წერს მასკი.

შეგახსენებთ, რომ Facebook, Messenger და Instagram დაახლოებით 1 საათის წინ გაითიშა. სოციალური ქსელებით სარგებლობას ვერ ახერხებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

კომპანია Meta-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ იციან და ახლა ამ საკითხზე მუშაობენ.