ილონ მასკი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს

ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – დაწერა ილონ მასკმა, რომელიც ახალი გამოკითხვის ერთ-ერთ ანგარიშს გამოეხმაურა.

 

ლონ მასკმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სტარმერის მუშაობას აკრიტიკებს, ციხიდან ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ ბრიტანეთის გადარჩენა მხოლოდ ნაიჯელ ფარაჟის პარტიას შეუძლია.