რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, იერუსალიმში, პატრიარქმა თეოფილე მესამემ ფეხთბანვის წესი შეასრულა.
მან მღვდელმთავრებს ფეხი დაბანა. მანამდე პატრიარქმა თეოფილემ წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც ათასობით მომლოცველი დაესწრო.
ვნების შვიდეულში წმინდა მიწაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ათასობით მომლოცველი იმყოფება. მათ შორის არიან მორწმუნეები საქართველოდან. ისინი აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. მანამდე მორწმუნეები ხვალ „ვია დოლოროსას“ გზას გაივლიან.
დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.