პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში საომრად დამატებით ათასობით სამხედროს მობილიზება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ეს კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის შეფასებით, პუტინის მუქარა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, არის საშიში და უგუნური რიტორიკა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორედ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივნის განმარტებით, მობილიზაციას სჭირდება აღჭურვილობა, ამ ეტაპზე კი თვალსაჩინოა, რომ რუსული ჯარი არის ცუდად აღჭურვილი და მათ აქვთ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით.