პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩრდილოეთ კორეის უმაღლესმა სახალხო კრებამ მიიღო კანონი ბირთვული იარაღის შესახებ. კანონი მას უფლებას აძლევს პრევენციული სახით გამოიყენოს ის საგარეო თავდასხმისგან თავის დასაცავად. ინფორმაციას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
კანონში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურესი ზომაა.
სამხრეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი ამიერიდან „შეუქცევადია“ და მისი დენუკლეარიზაციის შესახებ დისკუსიებს აზრი არა აქვს. ჩრდილოეთი კორეა არასოდეს იტყვის უარს ბირთვულ იარაზე. ეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი და წინ აღუდგეს ზეწოლას აშშ-ის მხრიდან, რომელიც, კიმ ჩენ ინის თქმით, ცდილობს ძირი გამოუთხაროს „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამის შედეგად დაამხოს მისი ხელისუფლება,“ იტყობინება cnn-ი.
გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც მოუწოდებენ ფხენიანს, უარი თქვას ბირთვული იარაღის გამოცდაზე.