იენს სტოლტენბერგი რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დროებით დათმობას ომის სწრაფი დასრულების ვარიანტად განიხილავს

iens stoltenbergi

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დროებით დათმობას ომის სწრაფი დასრულების ვარიანტად განიხილავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ონლაინ-გამოცემა Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის ხაზი თუ ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა თქვას უარი ამ მიწებზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მომავალი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს გარანტიები ნატო-ს წევრობის სახით, ასევე შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა ვარიანტები.

სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, არ დაუთმოს რუსეთს ტერიტორიები ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ საომარი კუთხით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ნკალებად სავარაუდოა.