სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1754313251
მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, ამ საგამოძიებო კომისიას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არამხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, არამედ იმის გამოც, რომ კომისია არის შექმნილი კონსტიტუციის და რეგლამენტის ყველა წესის დარღვევით, არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება ამ კომისიის დასკვნას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, „დადგება დრო და გამოსაძიებელი იქნება სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა“.
„ჩვენს ქვეყანაში ეს რუსული კომისია არის შექმნილი პოლიტიკური დევნის ახალი, მძლავრი ინსტრუმენტის შექმნის მიზნით. დარწმუნებული ვარ, ამ კომისიის დასკვნას ექნება სწორედ ეს დანიშნულება, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შემდგომ შეიზღუდოს და სავარაუდოდ აიკრძალოს საქართველოში, რადგან ასეთია რუსეთის დავალება. ამიტომ, ქალბატონი წულუკიანის და მისი რუსული კომისიის დასკვნას აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის რუსეთის ინტერესების მომსახურება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კომისიას, როგორც ლეგიტიმურს, დღეს ჩვენი პარტიის ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსული რეჟიმის მიერ არიან გაგზავნილი საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება.