ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში და ადენის ყურეში ისრაელის ნებისმიერი გემი მათი სამიზნე გახდება. „ჰუსიტების“ დაჯგუფებას ოთხდღიანი ვადა ჰქონდა დაწესებული ისრაელისთვის და ითხოვდნენ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების აღდგენას.
2023 წლის ოქტომბერში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, იმავე წლის ნოემბრიდან იემენელმა მებრძოლებმა, პალესტინელების სოლიდარობის მოტივით, საერთაშორისო საზღვაოსნო მარშრუტზე მოძრავ გემებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. ამ დროის განმავლობაში „ჰუსიტებმა“ ორი გემი ჩაძირეს და ერთი ხომალდი შეიპყრეს.
იემენელი მებრძოლების თავდასხმების გამო კომპანიებმა ტვირთების გადატანა აფრიკის შემოვლით დაიწყეს, რაც უფრო შორი და უფრო ძვირი მარშრუტია.