„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
"NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ დაარწმუნეს ფინური მხარე, რომ ალიანსში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობდა. ალიანსის მიზანი ნათელია, გააგრძელოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, შექმნას ჩვენი ქვეყნის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგი", - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.