,,იატაკი ძაღლის განავლით იყო დაბინძურებული…” - ბავშვების არასრულფასოვნად მოვლის გამო ქალი დააკავეს (უცხოეთი)

პოლიცია

აშშ-ში, ჰიუსტონში 38 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბავშვები სავალალო პირობებში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ბავშვები ცხოვრობდნენ არასანიტარიულ გარემოში - ბინაში არ იყო ელექტროენერგია, ხოლო იატაკი ძაღლის განავლით იყო დაბინძურებული. ასევე აღნიშნულია, რომ ქალმა უარი თქვა მინიმუმ ერთი ჩვილისთვის საკვების მიწოდებაზე და არ მიმართა სამედიცინო დახმარებას, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, იყვნენ თუ არა ბავშვები მისი ბიოლოგიური შვილები.

ინციდენტის დროს ქალი უმუშევარი იყო. მისი გირაო 35 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.