1749584282
"იაპონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია "Taiyo Oil" რუსულ ნავთობს იღებს ტანკერით, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ შავ სიაშია შეტანილი" - Bloomberg

იაპონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია "Taiyo Oil" რუსულ ნავთობს იღებს ტანკერით, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ შავ სიაშია შეტანილი. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას სადავო ნავთობის შეძენის ნებართვა აქვს, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი ტვირთია, რომელიც იაპონიამ რუსეთიდან მიიღო. როგორც Bloomberg- ი წერს, ეს ასახავს მთელ მსოფლიოში ნავთობის მყიდველების მხრიდან მოსკოვთან ურთიერთობის გამარტივების გაზრდას, რადგან უკრაინაში ომი მეოთხე წელია მიმდინარეობს.
Bloomberg-ის მიერ შეგროვებული გემების თვალთვალის მონაცემებით, ტოკიოში დაფუძნებული კომპანია "Taiyo", რუსული სანქცირებული ტანკერიდან სახელად "Voyager" 600 000 ბარელ ნედლ ნავთობს იღებს.
გავლენიანი მედიის მონაცემებით, ტანკერი 25 მაისს, სახალინის კუნძულის სამხრეთ წვერზე მდებარე პრიგოროდნოეს ტერმინალიდან ჩაიტვირთა.
იაპონიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნით, "სახალინის ნაზავის" იმპორტი, გამონაკლისის სახით, დაშვებულია.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 ტალღის შემდეგ, გამონაკლისი 2026 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. ასევე არსებობს აშშ-ის გამონაკლისი, რომლის ვადაც 28 ივნისს იწურება და, როგორც წესი, კვლავ გრძელდება.