ჰონდურასში თვითმფრინავს ზღვაში ჩავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასი

 ჰონდურასში თვითმფრინავს ზღვაში ჩავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. 

ჰონდურასული ავიაკომპანია Lanhsa-ის თვითმფრინავის ბორტზე ჯამში 17 ადამიანი იმყოფებოდა. ზღვის სანაპიროდან 1 კილომეტრის მოშორებით ნაპოვნი ნამსხვრევებიდან 10 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება იკვლევს.