თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1752695665
ჰიჯაბში გამოწყობილი კენიელი მამაკაცი ქალთა საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას ცდილობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კენიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მოთამაშეზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანეს, რაც მან რამდენიმე ძალიან ძლიერი მოთამაშე დაამარცხა, იმ პირობებში რომ ტურნირში მონაწილეობა იქამდე არასდროს მიუღია.
ამასთან ერთად, გადაცმული მამაკაცის ფეხსაცმელი ორგანიზატორებისთვის ეჭვის კიდევ ერთი საფუძველი გახდა. საბოლოოდ კაცი ტურნირიდან მოკვეთეს და მას სამომავლო დისკვალიფიკაციაც ემუქრება.
25 წლის მამაკაცი დანაშაულს ნანობს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად გადადგა.