„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა

ჰამასი

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში წითელ ჯვარს კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.

ისრაელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულმა ინსტიტუტმა ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა. ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ცხედარი ელიაჰუ მარგალიტს ეკუთვნის.

75 წლის ელიაჰუ მარგალიტი „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლა და ცხედარი გაიტაცა. „ცაჰალის“ ინფორმაციით, მარგალიტი ნირ ოზის კიბუცის თავლაში მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ცნობილი 2023 წლის 1 დეკემბერს გახდა.