„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი და სამძებრო ჯგუფები ეგვიპტიდან, ისრაელელი მძევლების ცხედრების სამძებრო ოპერაციაში ჩაერთნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ისრაელის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გამოცემა The Times of Israel-ი წერს, რომ ამჟამად ჯგუფები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მუშაობენ.
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ 13 ისრაელელი მძევლის ცხედრის დაბრუნება, რაც ისრაელთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობა იყო.
ისრაელის მთავრობა კი აცხადებს, რომ "ჰამასს" შეუძლია ცხედრების გადაცემა, თუმცა ამაზე უარს ამბობს და ცხედრების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მალავს, რაც, ისრაელის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული გარიგების პირდაპირი დარღვევაა.