პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მალევე ირანულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Black Reward-მა აიღო და განაცხადა, რომ აღნიშნული აქტი ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის მიზნით გააკეთა.
გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა ცნობებს „ბუშეჰრის ატომური ელექტროსადგურის სხვადასხვა ნაწილის მართვისა და ოპერაციული განრიგის შესახებ, ასევე ირანელი და რუსი სპეციალისტების პასპორტებისა და ვიზების მონაცემებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.
Black Reward-ი 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმუქრებოდა, რომ 24 საათში გაავრცელებდა ჰაკერულ ინფორმაციას, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და პროტესტის დროს დაკავებულ ადამიანებს.