„გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელ აგენტთა სიაში ჩამრიცხოთ“ - ვის მიმართავს ალა პუგაჩოვა

ალა და გალკინი

რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ალა პუგაჩოვა მეუღლეს, მაქსიმ გალკინს სოლიდარობას უცხადებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლეს“ - წერს მომღერალი Instagram-ზე.


პუგაჩოვას განმარტებით, მისი მეუღლე პატრიოტია, რომელსაც აყვავებული სამშობლო და თავისუფლება სურს. პუგაჩოვას თქმით, მაქსიმ გალკინი რუსი ჯარისკაცების ილუზიური მიზნებისთვის შეწირვის წინააღმდეგია.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, წყვილმა ეს დაგმო და უაზრო ომის შეჩერება მოითხოვა. ამის შემდეგ მათ რუსეთი დატოვეს, თუმცა, ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად კვლავ დაბრუნდა.