რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
1743190958
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ბურუპ ეგედე კუნძულზე ამერიკული დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს აკრიტიკებს. ამერიკელი მაღალჩინოსნების ჯგუფი, რომლის შემადგენლონაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსია, გრენლანდიაში ვიზიტს 27-29 მარტს გეგმავს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი.
ადგილობრივ გამოცემასთან, Sermitsiaq-თან ინტერვიუში გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის დელეგაციის ვიზიტს „აგრესიული“ უწოდა.
„რას აკეთებს ევროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი არის ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრაცია. ეჭვგვარეშეა, რომ მისი თუნდაც მხოლოდ ყოფნა გრენლანდიაში გააძლიერებს ამერიკელთა რწმენას ტრამპის მისიაში – და ზეწოლა გაიზრდება“, – თქვა მუტე ეგედემ.