გლაზგოს რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მასშტაბური ხანძარი იყო

ხანძარი

მასშტაბური ხანძარი გლაზგოს რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან - ცეცხლი Union Street-ზე მდებარე მაღაზიას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 60 მეხანძრე-მაშველი და 15 სახანძრო მანქანა. ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა.

მიუხედავად, იმისა, რომ ხანძარი რკინიგზის სადგურზე არ გავრცელებულა, მატარებლების გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია.