„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები 23-24 ივნისის სამიტზე ოფიციალურად მიიწვია. მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.
„დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. (ევროკავშირის ქვეყნებს) გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ძლიერი ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიწოდებას“, – თქვა მიშელმა.