ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, რაც ისრაელის მხრიდან კაპიტულაცია იქნება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, რაც ისრაელის მხრიდან კაპიტულაცია იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზადაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლი შეწყვიტოს, თუმცა „ჰამასი“ საკუთარ პირობებს აყენებს, რაც ისრაელისთვის სრულად მიუღებელია.

„ჰამასია“ ის, ვინც ხელს უშლის მძევლების გათავისუფლებას. ჩვენ ვმუშაობთ მძევლების გათავისუფლების ყველა შესაძლო გზაზე, ეს ჩვენი პრიორიტეტია. ისრაელი იყო და კვლავ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ რჩება თავის მკაცრ პოზიციაზე, რომ გავიყვანოთ ჩვენი ძალები, დასრულდეს ომი და ხელუხლებელი დავტოვოთ „ჰამასი“. ისრაელს არ სურს ამის მიღება. „ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება ისრაელის სახელმწიფოს საშინელი დამარცხება. ეს იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების დიდი გამარჯვება. ეს იქნება საშინელი სისუსტის დემონსტრირება, როგორც ჩვენი მეგობრების, ასევე ჩვენი მტრების მიმართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.