ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა - ასობით ადამიანი ომის შეჩერებას ითხოვს

დემონსტრაციები

ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა. ასობით ადამიანი ომის შეჩერებას ითხოვს.

ინფორმაციას "ფრანც პრესი" ავრცელებს. პროტესტის ეპიცენტრი ქალაქი ბეით ლაჰია, სადაც დემონსტრანტებმა ღაზის მოსახლეობას მიმართეს და სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

კონფლიქტის ზონაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. "ცაჰალის" იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.