წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
დომინიკელთა რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სანტო-დომინგოს ცნობილ ღამის კლუბში, Jet Set-ში შემთხვევის დროს 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, დაწესებულების ჭერი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ჩამოინგრა, როდესაც სცენაზე მერენგეს შემსრულებლის რუბი პერესისა და მისი ბენდის წარმოდგენა მიმდინარეობდა.
გარდაცვლილებს შორის არიან თავად მომღერალი, ასევე ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშე.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი.