ღამის განმავლობაში ირანის ქალაქ ყუმში დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

ქალაქი ყუმი

ღამის განმავლობაში ირანში, ქალაქ ყუმში, დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირანული მედია წერს, რომ თავდასხმა ყუმის ერთ-ერთ უბანზე განხორციელდა.

თავდაპირველად ინფორმაცია დადასტურებული იყო ექვსი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შემდგომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მაშველები დარტყმის ადგილზე საცხოვრებელ უბანში ჩავიდნენ.