1778513908
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი დღეს კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც წინასწარ არ იყო დაანონსებული.
გერმანული მედიის ცნობით, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეიარაღების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას გეგმავს. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.












