ავარია სენაკში - დაშავებულია დედა-შვილი
1753468675
გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის, მარტინა როზენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გერმანული საზოგადოების რღვევის მცდელობები წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ჯაშუშობისა და ჰიბრიდული ზომების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე. [რუსეთის] მიდგომა უფრო მასშტაბური და აგრესიულია“, - განუცხადა მარტინა როზენბერგმა გერმანულ სააგენტო DPA-ს.
„ეს საიდუმლო არაა: როგორც ნატოს ჯარების გადაადგილების ლოგისტიკური ცენტრი და ნატოს აქტიური პარტნიორი, გერმანია ყოველთვის უცხოური სადაზვერვო სამსახურების რადარზეა“, - აღნიშნა მან.