ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო საუბარი ექნება
1756917412
გერმანია აპირებს ინდოეთთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს ერთობლივად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ორი ქვეყანა და გავაძლიეროთ თანამშრომლობა“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში თავის კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრისას.
ვადეფულმა ხაზი გაუსვა ინდოეთის განსაკუთრებულ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მზარდი ეკონომიკური ძალის, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნისა და მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის.
„ჩვენ საერთო ჯამში გვსურს, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და შეიარაღების სფეროებში. სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით შეუძლია ჩვენს ორ ქვეყანას ბევრის მოგება, თუ თანამშრომლობას გავაფართოებთ“, - დასძინა მან.
ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ გაორმაგდება ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, რასაც ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაგეგმილმა შეთანხმებამ.