ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ოფიციალური ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
ვადეფულის განცხადებით, ის ეთანხმება „ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ ლიდერის მარკუს ზედერის აზრს, რომ უკრაინელი მამაკაცები, რომლებსაც ჯარში სამსახური შეუძლიათ და რომლებიც ახლა გერმანიაში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
„ჩვენ ხომ ვიცით, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენთან. მაგალითად, ვინ იღებს სოციალურ შემწეობას, ვინ არის აქ დარეგისტრირებული, ვის აქვს ბინადრობის მოწმობა“, - განაცხადა ვადეფულმა.
მისი თქმით, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით უკრაინის მთავრობას შესაძლებლობა ექნებოდა ჯარში გაწვევის შესახებ უწყისები მათთვის დაერიგებინა. თუმცა, როგორც ვადეფულმა დასძინა, ასეთი ადამიანების დაბრუნება უკრაინაში „იძულებით“ არ უნდა ხდებოდეს.