„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
გამოცემა Politico-ს ცნობით, გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია დაიშალა, მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს თანამდებობიდან ათავისუფლებდა. მიზეზი ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოება გახდა.
ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) მოთხოვნებს გარკვეული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კოალიციის დანარჩენი ორი წევრი პარტია - შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და "მწვანეები" არ დათანხმდნენ.
კოალიციის წევრი პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, ლინდნერმა შოლცს განუცხადა, რომ იგი ვერ ხედავდა კოალიციის გაგრძელების გზას და მას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
ამის გამო, შოლცმა ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
Politico-ს ცნობით, გერმანიაში, დიდი ალბათობით, მარტში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.