1733083542
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
მედიის ცნობით, 2022 წლის ივნისიდან ეს არის შოლცის პირველი ვიზიტი უკრაინაში.
კიევში შოლცი მოლაპარაკებებს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან. კიევში ჩასვლისთანავე მან განაცხადა, რომ ბერლინი კიევს დამატებით 650 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მისივე თქმით, „1 000-ზე მეტი დღის განმავლობაში, უკრაინა გმირულად იცავს თავს რუსული აგრესიისგან“.
კანცლერის განცხადებით, მისი ვიზიტი მიზნად ისახავს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვას და დადასტურებას, რომ გერმანია დარჩება „ევროპაში უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად“.