გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

uu

 გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

როგორც მერცმა განაცხადა, ნატოს სამიტის ფარგლებში მან აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს პირადად სთხოვა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის სენატი საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს და სანქციებს მხარს დაუჭერს.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა. ევროკავშირი სწორედ ამით არის დაკავებული, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატებს უფრო მეტი აქტიურობა. მე შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს სამიტის ფარგლებში და პირადად ვთხოვე მას რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭიროს“, - თქვა მერცმა.