დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ივლისის ბოლოს, მოსკოვში შეხვდა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერმანულ გამოცემა Stern-თან და ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში, პირველ წარმატებად აფასებს უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს საზავო შეთანხმებამდე. ამასთან, შრედერი უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს. თუმცა, ყირიმს რუსეთის რეგიონად თვლის.
გერჰარდ შრედერი გერმანიის კანცლერი იყო 1998-2005 წლებში. 2017 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა რუსული ნავთობკომპანიის, "როსნეფტ"-ის დირექტორთა საბჭოს, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები მასაც შეეხებოდა.