გაცოცხლების იმედად გაყინული ადამიანები - „200 000 დოლარი სიკვდილის მოსატყუებლად"

გაყინული ადამიანები

თქვენ გაგყინავენ, თუ კი ამისთვის 200 ათასს გადაიხდით! - სწორედ ამდენი ღირს ექსპერიმენტში მონაწილეობა. უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებიც მსურველებს გარდაცვლილი ახლობლების გაყინვას სთავაზობენ, იმ დრომდე, ვიდრე მეცნიერები მათ განსაკურნებლად საჭირო მედიკამენტის გამოგონებას შეძლებენ.

კომპანია Tomorrow.bio-ს ვებგვერდის მიხედვით, მთელი სხეულის შენახვა, დაახლოებით, 200 ათასი, მხოლოდ ტვინის კი - 75 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. ეს ისტორია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს. სწორედ, იმ პერიოდში, დაიწყეს ცხოველების გაყინვა , მომავალში, მათი გამოღვიძების იმედით.

პროცესი დაახლოებით ამგვარად მიმდინარეობს: სისხლს სპეციალური ხსნარით ანაცვლებენ, ამის შემდეგ კი, სხეულს თხევად აზოტში -196 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ, იმ იმედით, რომ მომავალში სამედიცინო ტექნოლოგია ისე განვითარდება, რომ მათი გაცოცხლება შესაძლებელი გახდება.

პირველი ადამიანი, რომელიც მომავალში გაცოცხლების მიზნით გაყინეს, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი, ჯეიმს ბრედფორდია. მისი სხეული არიზონაში ინახება.

მიუხედავად იმისა, რომ, დღემდე, არცერთი გაყინული ადამიანი არ გაუცოცხლებიათ, პროცედურის მომლოდინეთა სიაში 5 ათასამდე მსურველია.

რა არის ეს? - უკვდავების მანიით შეპყრობილი ადამიანების გაძარცვის მცდელობა, თუ სიკვდილთან ბრძოლის ახალი ერა - ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ არსებობს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველა კითხვას პასუხს მომავლის მედიცინა გასცემს.