გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კიჯის სასახლის მთავრობის თანამშრომლებთან შობის დღესასწაულის მისალოც ცერემონიაზე განაცხადა.

მელონმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან.

„გარდა იმისა, რომ მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის, მიყვარხართ. ჩვენ ოჯახი ვართ, მთელი წლის განმავლობაში ვიბრძვით. გასული წელი ყველა ჩვენგანისთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება. ამიტომ გირჩევთ, ამ არდადეგების დროს სათანადოდ დაისვენოთ, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ არაჩვეულებრივი ერისთვის პასუხების გაცემა“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.