რომელი ცხოველური სული გიცავთ უბედურებისგან - უჩვეულო ტესტი
1763040540
კანადაში უსახლკარო მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა, მიზეზი -გასეირნებაა. ამის შესახებ National Post იტყობინება.
ინციდენტი ჰამილტონში მოხდა. 36 წლის უსახლკარო კაცმა ისარგებლა მანქანაში დატოვებული გასაღებით, იმ დროს როცა მძღოლი ტერმინალზე ტუალეტში შევიდა. ავტობუსში ამ დროს ათი მგზავრი იმყოფებოდა, გამტაცებელმა მგზავრები საკუთარი “მარშრუტით” წაიყვანა ამასთან, იგი ძალიან ფრთხილად მართავდა და წესებსაც იცავდა.
15 წუთის განმავლობაში მამაკაცს ქალაქის ქუჩებში დაჰყავდა მგზავრები, აჩერებდა ავტობუსს გაჩერებებზე და ბილეთებსაც კი ამოწმებდა. როგორც პოლიციამ აღნიშნა, მან ერთი მგზავრი აიძულა, ნაღდი ფულით გადაეხადა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი აბონემენტი ვადაგასული იყო.
მოგვიანებით პოლიციამ ავტობუსი გააჩერა.