ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებს - ვის რა ფერის სამოსი უნდა ეცვას ახალ წელს
1735333947
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გარე ჩარევა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„გარე ჩარევა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იქნება ის ფარული, როგორც ეს ახლახან გამართულ რუმინეთის არჩევნებზე მოხდა, თუ ღია, როგორც ეს ინტენსიურად ხდება პლატფორმა X-ზე“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დათხოვნასთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლის დროს.
პრეზიდენტმა გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა წინასაარჩევნო კამპანია სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართონ.
ცნობისთვის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბუნდესტაგი დაითხოვა და 2025 წლის 23 თებერვალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, დაიშალა.