გამოცხადებულია ნარინჯისფერი საფრთხე - ესპანეთში, სტიქიის გამო, გაუქმებულია და გადადებულია ფრენები

სტიქია

ესპანეთს სტიქია უტევს. კატალონიის სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა და ქარია.  Barcelona–El Prat Airport ფლარტებზე, მინიმუმ, 47 ფრენა გაუქმდა და მრავალი გადაიდო. ბარსელონას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო ათობით რეისი გაუქმდა.
კატალონიის სანაპირო ზოლში წყალდიდობის გამო, ნარინჯისფერი საფრთხის შესახებ განცხადება გაკეთდა.

კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა ასევე შეაფერხა საგზაო მოძრაობა, დატბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წააქცია ხეები და მნიშვნელოვანი საცობები გამოიწვია მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე.