გამოგონილი დაავადების გამო, ჩატარებული 34 ოპერაცია... - 42 წლის ექიმს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ექიმის დაკავება

რუსეთში, სასამართლომ 42 წლის ტრავმატოლოგ-ორთოპედს სერგეი გლუშჩაკს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თაღლითური გზით ოპერაციების ჩატარების გამო.

ექიმმა, რომელიც ვლადივოსტოკის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა, 2015 წლიდან 2018 წლამდე 34 ფიქტიური ოპერაცია ჩაატარა.

გამომძიებლების თქმით, გლუშჩაკი პაციენტებს არწმუნებდა, სასწრაფო, ფასიანი ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობაში. ის იგონებდა მათთვის დაავადებებს და თითქოსდა ოპერაციებს უტარებდა მუხლის, ბარძაყის და ტერფის არეში. სინამდვილეში კი პაციენტებს უბრალოდ ანესთეზიის შემდეგ, მცირე ჭრილობებს უკეთებდა და კერავდა, რითაც ქირურგიული ოპერაციის იმიტაციას ახდენდა. აღსანიშნავია რომ მოტყუებულმა პაციენტებმა არაკეთილსინდისიერ ექიმს სულ 5, 7 მილიონი რუბლი გადაუხადეს.

რვა წლით თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასამართლომ სერგეი გლუშჩაკს 1, 2 მილიონი რუბლით ჯარიმა დააკისრა და გათავისუფლებიდან სამი წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობა აუკრძალა.

მედიის ცნობით, თავდაპირველად გლუშჩაკს მხოლოდ 1, 2 მილიონი რუბლით ჯარიმა დაეკისრა, თუმცა პაციენტებმა და სახელმწიფო პროკურორმა საბოლოოდ უფრო მკაცრი სასჯელი გამოუტანეს.

„პაციენტებმა სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის ნაწილი სამედიცინო დაწესებულების სალაროში გადაიხადეს, ნაწილი კი პირადად გადასცეს მსჯავრდებულს“, - განაცხადა ელენა კრასნოიაროვამ, შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურორის უფროსმა თანაშემწემ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.