1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მაქსიმ გალკინი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს კონცერტიდან შემოსულ თანხას სრულად გადაურიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ კომიკოსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც გალკინი ვიდეომიმართვაში ამბობს, თურქეთში მისი კონცერტი 14 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მომხდარი ტრაგედიის გამო, მან ის გააუქმა. გალკინის თქმით, კონცერტი მოგვიანებით, 27 აპრილს გაიმართება და შემოსული თანხა მთლიანად მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად გადაირიცხება.
„მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. გამაგრდით, ახლა მთელი მსოფლიო თქვენ გვერდითაა",- ამბობს გალკინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
View this post on Instagram