1732386875
„საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა“ - ჟოზეფ ბორელი
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას ჟოზეფ ბორელი ეხმაურება. ევროკომისარი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა.
„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინასთან სოლიდარობით, ერთიანობით და სიმტკიცით რეაგირებენ.“ - დაწერა ტვიტერზე ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.