1740372372
გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. დელეგატებმა აღიარეს ეგვიპტის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მხარეებმა 3-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ზავს მიაღწიეს.
საგანგებო სხდომაზე მხარეებს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაეროს კოორდინატორმა მიმართა და სამშვიდობო შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითა. მისი თქმით, ზავი მეტისმეტად მყიფეა და ნებისმიერი მხარის მიერ კონფლიქტის განახლება რეგიონში პოლიტიკურ პროგრესს საფრთხეს შეუქმნის.