რა წერილი დაუტოვა ბერმა ნიკოლოზმა მრევლს
1749224047
აშშ-მა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის შესახებ. უშიროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა პროექტს მხარი დაუჭირა.
„აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა: ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რაიმე ზომას, რომელიც არ გმობს „ჰამასს“ და არ შეიცავს განიარაღებისა და ღაზის დატოვების მოწოდებას „ჰამასისადმი“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დოროთი შიმ უშიშროების საბჭოში კენჭისყრამდე.
გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ბარბარა ვუდვარდმა გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლებსის გადაწყვეტილება, გააფართოოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში და შეზღუდოს ჰუმანიტარული დახმარების შეშვება. მან ისრაელის ამ ქმედებას გაუმართლებელი, არაპროპორციული და კონტრპროდუქტიული უწოდა.
ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერებს მიმართა: „მათ აირჩიეს გზა, რომელიც მშვიდობისკენ არ მიდის, მხოლოდ მეტი ტერორისკენ“.