ფულის დაზოგვის მიზნით ქალმა პაემნებზე სიარული გადაწყვიტა - მან ამ გზით საკმაო თანხის „გადადება“ მოახერხა

პაემანი

ამერიკელმა ქალმა პაემნებზე სიარულით 15,6 ათასი დოლარის დაზოგვა შეძლო. ამ ისტორიის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი გვიზიარებს.

თავიდან ვივიენს მერკანტილური განზრახვა არ ჰქონდა, ის პაემნებზე საქმროს პოვნის მიზნით დადიოდა. თუმცა ამავე დროს შენიშნა, რომ პაემნის დღეს მისი ხარჯები უფრო ნაკლები იყო, რადგან მისი სადილის ფულს მამაკაცები იხდიდნენ. ქალმა კვირაში 6 პაემნიდან 50-დან 100 დოლარამდე თანხის დაზოგვა შეძლო. ვივიენმა ერთი კვირის განმავლობაში დაგროვებული თანხით, თავს უფლება მისცა და საოცნებო ჩანთა იყიდა.

თუმცა ქალი ამბობს, რომ ამგვარ პაემნებს მინუსიც აქვს, რადგან მას ხშირად უწევს მოისმინოს უცნობი მამაკაცების მხრიდან მოსაწყენი და უინტერესო ისტორიები.

ვივიენი ამბობს, რომ ფულის დაზოგვის ეს გზა არც რომანტიკულია და პაემანს ხიბლსაც უკარგავს, თუმცა ამ ეტაპისთვის ის ფულის დაგროვების ამ საშუალებას ისევ წარმატებით იყენებს.