„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მერცის კადიდატურას 310 მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კანცლერად ასარჩევად კი 316 დეპუტატის ხმა სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, ბუდესტაგის სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შემდგომ ნაბიჯებზე კონსულტაციები გამართონ.
გერმანიის კანონმდებლობით, კანცლერობის კანდიდატმა არჩევისთვის უნდა მოიპოვოს ბუნდესტაგის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ წევრთა ნახევარს პლუს ერთი დამატებითი ხმა. ამას ზოგჯერ „კანცლერის უმრავლესობას“ უწოდებენ. თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას პირველ რაუნდში, ტარდება მეორე რაუნდი. შემდეგ ბუნდესტაგს აქვს 14 დღე კანცლერად სხვა კანდიდატის ასარჩევად.
თუ ხმის მიცემის მეორე რაუნდიც ვერ გამოიღებს შედეგს, არჩევნების პროცესი მესამე ფაზაში შედის, რაც დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. პირი, რომელიც მიიღებს ხმათა უდიდეს რაოდენობას, კანცლერად აირჩევა.
კანონმდებლობის თანახმად, როდესაც კანცლერად არჩეული პირი მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ ბუნდესტაგის წევრთა უმრავლესობის ხმებს, ფედერალურმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს კანცლერი არჩევნებიდან შვიდი დღის განმავლობაში. თუ კანცლერად არჩეული პირი მიიღებს მხოლოდ ფარდობით უმრავლესობას, ანუ ყველაზე მეტ ხმას, ფედერალურმა პრეზიდენტმა ან უნდა დანიშნოს კანცლერი შვიდი დღის განმავლობაში ან უნდა დაითხოვოს ბუნდესტაგი.