29 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

სამება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კვირას, 29 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები.

საპატრიარქოს ინფორმაციითვე, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.