ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ფრიდრიხ მერცი დღეს საღამოს უკვე პოლონეთში გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე მოლაპარაკებას გამართავს.

მანამდე კი, გერმანიის კანცლერმა წინამორბედისგან, ოლაფ შოლცისგან მთავრობა გადაიბარა და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგმა 6 მაისს 325 ხმით, მეორე მცდელობით დაამტკიცა.