ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა არ გაჰკვირვებია

მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა „არ გაჰკვირვებია“.

როგორც მან ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები „კარგად მომზადებული არ არის“.

„თავიდანვე არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი ნამდვილად კარგად იყვნენ მომზადებულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როგორც ,,როიტერი” წერს,  მან არ ახსნა ზუსტად ვის წინააღმდეგ იყო მიმართული კრიტიკა და რას გულისხმობდა „კარგად მომზადებაში“.

ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის პაკისტანში 21-საათიანი მარათონული მოლაპარაკებები გუშინ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანმა უარყო ამერიკის მოთხოვნები ბირთვული იარაღის შექმნისგან თავის შეკავების შესახებ, ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა.