ფრიდრიხ მერცი: ამერიკის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოთა კავშირის გაგება

ფრიდრიხ მერცი

ამერიკის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოთა კავშირის გაგება, - განაცხადა მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს რჩევა მისცა. ფრიდრიხ მერცის თქმით, იმისთვის, რომ ევროპას გაუგოს, ტრამპს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან დიალოგი მართებს.

ჟურნალისტები ნატოსთან მიმართებით შეერთებული შტატების პოზიციით დაინტერესდნენ, რაზეც ალიანსის გენერალურმა მდივანმა პასუხს თავი აარიდა.

„ამერიკის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოთა კავშირის გაგება. გარკვეულწილად მესმის ეს, რადგან ის, რასაც ჩვენ ევროპულ დონეზე ვაკეთებთ, უნიკალურია და თუ ამერიკის მთავრობას უჭირს ევროკავშირთან საუბარი, მაშინ მას სულ მცირე ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიასთან საუბარი მართებს. რაც შეეხება ნატოს მიმართ შტატების ერთგულებას, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ალიანსის ფარგლებში შტატებთან მიღწეულ შეთანხმებებში ეჭვი შევიტანოთ“, - განაცხადა გერმანიის კალნცლერმა.